(0)
GE

თქვენს საყვარელ ცუგოებზეც ვიზრუნდეთ და გვინდა წარმოგიდგინოთ ძაღლის შადრევანი ძაღლებს ისევე როგორც კატებს უყვართ სუფთა წყლის დალევა, ამიტომაც გვიწევს წყლის თასის მინიმუმ დღეში 3ჯერ გასუფთავება და შემდეგ ისევ სუფთა წყლით ავსება. ეს პროცესი დამღლელი რომ არ იყოს გთავაზობთ შადრევანს, რომელიც ფილტრავს წყალს და ყოველთვის კრიალა წყალს მიირთმევს თქვენი მეგობარი. წყლის დალევა, რომ მნიშვნელოვანია და რა შეიძლება გამოიწვიოს წყლის არ მიღებამ ცხოველებში ამას ცალკე პოსტში მოგიყვებით აუცილებლად ძაღლის შადრევანი: https://petsmart.ge/products/53
დაწვრილებით

რატომ არის აუცილებელი ძაღლისთვის სათამაშო და რა სარგებლობა მოაქვს მას? გიზიარებთ რამოდენიმე ფაქტს სათამაშოებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ ძაღლს ასწავლოთ ნივთის მოტანა, პირველ რიგში უნდა გქონდეთ მისთვის საყვარელი ნივთი. დღეს ძალიან ბევრი ძაღლისთვის განკუთვნილი სათამაშო არსებობს, რომელიც დიდხან მოგემსახურებათ და კომფორტულიც იქნება. ეს შეიძლება იყოს რბილი სათამაშო ან უბრალო ბურთი. სათამაშო ეხმარება თქვენს მეგობარს ენერგიის დახარჯვაში. მაგალითად ფრიზბი . გარეთ სეირნობის დროს მოაწყვეთ აქტივობები, რომლის მეშვეობის ცხოველი დახარჯავს მოჭარბებულ ენერგიას და ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად მიიღებთ ჯილდოს - სტაბილურ და მშვიდ ქცევებს სახლში. თანამედროვე სათამაშოებს არ აქვთ საზღვარი. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს რეალური დამხმარე ცხოველის მოვლისას. საღრღნელი მასალების უმეტესობა კიდევ ერთ პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად დენტალ კაკტუსი ან საღეჭი ჯოხი - გააკეთებენ ღრძილების მასაჟს და კბილებს ნადებისგან გაწმენდს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ძაღლებისთვის, რომლებიც მიირთმევენ რბილ საკვებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ისეთი სათამაშოები შემოგთავაზოთ, რომელიც გაგიადვილებთ ცხოველების მოვლა პატრონობას.
დაწვრილებით

რატომ უყვართ ძაღლებს Fetch-ის, ანუ გადაგდებული ნივთის მოტანა ან როგორ შევაყვაროთ მათ ეს თამაში? სამყაროში სამი ტიპის ძაღლია: ძაღლები რომლებსაც არ ადარდებთ, არ აინტერესებთ მსგავსი თამაში. ძაღლები, რომლებიც დაედევნებიან გადაგდებულ სათამაშოს მაგრამ უკან არ დაგიბრუნებენ და თამაშის მოყვარული ძაღლი, რომელიც რაც არ უნდა გადაუგდო უკან აუცილებლად მოაქვს. ზოგ ძაღლს განსაკუთრებულად აქვს ეს ინსტიქტი განვითარებული. მსგავსი აქტივობები დიდ ბედნიერებას სძენთ მათ. განსაკუთრებით კი მაშინ როცა სახლში დიდი დროის გატარება უწევთ, მზად არიან მოზღვავებული ენერგია მსგავს აქტივობებზე დახარჯონ. არსებობს ასეთი აზრი, რომ ძაღლები რომელიბიც ცხოვრობენ სახლში და ვერ ახერხებენ ენერგიის დახარჯვას დღე-ღამეში 15 საათს თითქმის უსაქმურობაში ატარებენ, ესაჭიროებათ ამ ენერგიის დახარჯვა, შესაბამისად ცდილობენ მაქსიმალურად "დააძალონ" პატრონს მასთან თამაში და იმისთვის, რომ თქვენმა მეგობარმა სახლსი ან თუნდაც ეზოში მოზღვავებული ენერგია დახარჯოს, ამისთვის ყველაზე კარგი საშვალებაა ავტომატური ბურთის სასროლი, რომლის მეშვეობითაც თქვენი ძაღლი დამოუკიდებლად შეძლებს საათობით თამაშს. თავში ავღნიშნეთ, რომ არიან ძაღლები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ მსგავსი აქტოვობები. ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ხერხს, რომ დააინტერესოთ ისინი. 1. აუცილებლად შეურჩიეთ სწორი სათამაშო. ძაღლები შეიძლება ძალიან პრეტენზიულები იყვნენ იმ სათამაშოს მიმართ, რომლითაც თქვენ ათამაშებთ. ზოგს ურჩევნია კარგი, მწვანე ტენისის ბურთი, ზოგსაც ფრიზბი. ზოგიც უბრალო ხის ჯოხითაც ბედნიერია. სცადეთ სხვადასხვა სათამაშო ფერის, ფორმის მიხედვითთ და თქვენი მეგობარი თავად აარჩევს რომელი ნივთით ურჩევნია თამაში. 2. სანამ თამაშს დაიწყებდეთ დარწმუნდით, რომ თქვენი მეგობარი ელემენტარულ მითითებებს ასრულებს. მაგალითად უთხარით "დაჯექი" და დარწმუნდით, რომ ის მოთმინებით, მშვიდად ზის თქვენს გვერდით. ეს უმნიშვნელო მაგრამ აუცილებელი მითითება დაგარწმუნებთ იმაში, რომ ძაღლს თქვენი ესმის და მზადაა ნებისმიერი მითითება შეასრულოს. 3. მას შემდეგვ როცა ისწავლის ძაღლი დაჯდომას თქვენს მითითებაზე, შემდგომ უნდა ასწავლოთ გამოეკიდოს გადაგდებულ ნივთს. ისროლეთ ნივთი და უთხარით დაიჭიროს. თავდაპირველად მოკლე მანძილზე ისროლეთ რადგან ზოგი ძაღლი იმდენად ზარმაცია, რომ შორ მანძილზე დაეზაროს წასვლა და სათამაშოს მოტანა. ამასთან ადამიანმა უნდა წაახალისოს თავის მეგობარი- დავალების შესრულებაში. მაგ: ფრიზბის გადაგდება-მოტანაში, ბურთის დამალვა-მოძიებაში. ინტერაქტიული თამაშები შექმნილია ძაღლის გონების სტიმულირებისთვის. ამასთანავე აუცილებელია დავაჯილდოვოთ მათი საყვარელი სნექებით. ამით ძაღლები ძალაუფლების გამოვლენას ახდენენ ჩვენს წინაშე და ამ დროს მათი ტვინი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს-სერიტონინს, რის შემდეგაც ბედნიერად აგრძელებენ თამაშს.
დაწვრილებით

  მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა ჯიშის ძაღლებში გვხვდება და ეს შეიძლება ძალიან საშიშის იყოს ჩვენი ძაღლის ჯამრთელობისთვის.  საბედნიეროთ ჩვენთვის, შინაური ცხოველების პატრონებისთვის, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა არსებობს. ჩვენ გასწავლით პატარა ხრიკებს, რომელიც დაგეხმარებათ შეაჩეროთ, გაუმჯობესოთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი.  გამოიყენეთ ტენისის ბურთი. ეს ხერხი ნამდვილად სახალისო იქნება თქვენი მეგობრისთვის. მოათავსეთ ბურთი საკვებით სავსე ჯამში, ეს აიძულებს თქვენს შინაურ ცხოველს შეანელოს სიჩქარე და ჩოგბურთის ბურთი ცხვირის დახმარებით გადაადგილოს.   გამოიყენეთ მაფინების ფორმა  გადაატრიალეთ ფორმა და შემდეგ გადაანაწილეთ საკვები ჭრილებს შორის. აუცილებლად დაგჭირდებათ დაფის სამაგრი, ეს შეიძლება იყოს ორმაგი სკოჩი, რათა შინაურმა ცხოველმა არ ათრიოს იგი მთელ სახლში კვების დროს.  სპეციალური დიზაინით დამზადებული ჯამები, რომელიც საშუალებას იძლევა თქვენმა მეგობარმა მშვიდად და ნელა მიირთვას საკვები. ძალიან სახალისო ინტერაქტიური საკვები როლერი. შეგიძლიათ მოათავსოთ შიგნით მშრალი საკვები და ჭრილების მეშვეობით გადმოიყრება საკვები. შეგიძლიათ დაარეგულიროთ ჭრილების რაოდენობა თამაშის დროის განსასაზღვრად. ეს ხერხი არა მარტო შესანიშნავია ასწავლოთ თქვენს ძაღლს ნელა კვება, ასევე გაართობის წყაროა მთელი ოჯახისთვის.    იპოვეთ განსხვავებული ხრიკი, რომელიც დაეხმარება თქვენს ძაღლს შეაჩეროს სწრაფი ჭამა? გვითხარით ამის შესახებ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ თქვენი ძაღლის მოყვარულ მეოგობარსაც გაუზიაროთ 
დაწვრილებით