(0)
GE

მოდით თავიდანვე გეტყვით, რომ კატის გენეტიკაში ჩადებულია, რომ მუდმივად მოუაროს თავის ბასრ ბრჭყალებს, ამიტომ არ ღირს დროის დაკარგვა იმ მხრივ, რომ თქვენი შინაური ცხოველი ამ ვითომდა მავნე ჩვევისგან გაანთავისუფლოთ. თქვენი ამოცანაა მისცეთ კატას ალტერნატიული ვარიანტი, რათა ავეჯი დაზიანებისგან დაიცვათ. ერთ-ერთი ვარიანტი არის საკაწრი დაფები, ეს ნივთი შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოათავსოთ და შეეცადეთ ყოველგვარი უეცარი მოძრაობების გარეშე დაეხმაროთ კნუტს გადაინაცვლოს "ბრჭყალების სალესზე". თუ თქვენი ფისო არ ეკარება ახალ სათამაშოს ამისთვის გამოსავალიც ვიპოვეთ. ჩვენს საკაწრებს მოყვება სპეციალური მცენარე (კატაპიტნა), რომლის სუნიც მიიზიდავს თქვენს ფუმფულა მეგობარს საკაწრ დაფასთან. თუმცა კაწვრა მარტო ბრჭყალების მოვლასთან არ არის დაკავშირებული. ამ საქციელით სურთ თქვენი ყურადრება მიიქციოს. დიახ, ფისოების უმეტესობას მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, თამაში, მოფერება. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ზოგი კატა სპეციალურად კაწრავს ადგილს რათა უცხო კატამ შეამჩნიოს, ამით მათ ეცოდინებათ, რომ აქ თქვენი კატა ცხოვრობს. ბოლოსთვის გეტყვით რომ თუ არ გინდათ ისეთი უკმაყოპილო სახე ჰქონდეს თქვენს კატას, როგორიც ჩვენს მეგობარს სურათში, გირჩევთ თავიდანვე მიაჩვიოთ წესრიგს , ბევრი ეთამაშოთ, ბევრიც მოეფეროთ და იმისთვის, რომ გადაარჩინოთ თქვენი საუკეთესო ავეჯი და ასევე ნერვები შემოიჭყიტეთ ჩვენს საიტზე, ბევრი საჭირო, გასართობი ნივთი გვაქვს ფუმფულა მეგობრებისთვის.
დაწვრილებით

გამდინარე წყალი კატებისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე თასში ჩასხმული, რადგან ისინი დაგუბებულ წყალს ინსტიქტით ერიდებიან. მათ წარმოდგენაში, ასეთი წყალი შეიძლება ახალი და სუფთა არ იყოს. გარდა ამისა, შეიძლება მათ საერთოდ არ მოსწონდეთ ჭურჭლიდან წყლის დალევა, მისი სიმცირის გამო, ან იმიტომ, რომ წყალს რამის სუნი აქვს აღებული. კატას შეუძლია განარჩიოს დაგუბებული და გამდინარე წყალი?! მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია მიიღოს რაც შეიძლება მეტი წყალი, ზოგიერთი კატა კი - არ სვამს საკმარის რაოდენობას რამდენიმე მიზეზის გამო: თუ წყალს სუნი აქვს აღებული; თუ საჭმლისა და წყლის თასი ერთმანეთთან ახლოს დევს; თუ ჭურჭელში არასაკმარისი რაოდენობის წყალია. ჩენი შადრევანი კი დაგეხმარებათ, რომ მუდამ სუფთა და ახალი წყალი ჰქონდეს თქვენს მეგობარს, რომელიც მუშაობს ჩუმად, ფილტრავს წყალს და ხელს უწყობს მეტი სითხის მიღბას.
დაწვრილებით

როგორ გადავაჩვიოთ კატა სპეციალური ქვიშის გაფანტვას სახლში? რა არის გამოსავალი და როგორ ვუშველოთ ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პრობლემას? სულაც არ არის სახალისო კატის ქვიშაში სიარული, მითუმეტეს შემთხვევით თუ ფეხშიშველი გაივლით. თავდაპირველად კატები პატარა და გამოუცდელები არიან. მაგალითად არ იციან სად არის ტუალეტი, თანაც ამხელა სივრცეში, მოსასაქმებლად ყველა კუთხე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია პირველივე დღიდან ყურადღებით იყოთ და მიაჩვიოთ სწორედ მოქცევას. :)თუ დაინახავთ, რომ კატას თათების უცნაური მოძრაობით თითქოს რაღაცას თხრის, მოკიდეთ ხელი და დასვით ქვიშაზე, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოსასაქმებლად ემზადება. თუ არ დაიზარებთ და რამდენიმე დღის განმავლობაში ასე მოიქცევით თქვენი ფუმფულა და საყვარელი კნუტი ძალიან დამჯერი და ჭკვიანი გახდება. კატები სამწუხაროდ თვითნებურად შლიან ქვიშას ოთახებში ან ზოგს პირიქით ძალიანაც მოსწონს ქვიშაში ქექვა და თამაში. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ აუცილებელია გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტი: 1. კარგად და სწორედ შევარჩიოთ კატის ქვიშის ყუთი. ეს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა უნდა იყოს. 2. აუცილებლად დაუფინეთ სპეციალური მატი (ხალიჩა), რომელიც ხელს შეუშლის ქვიშის გაფანტვას სახლში. უმჯობესია ეს იყოს სილიკონის, რადგან მისი მოვლა, გარეცხვა ძალიან ადვილია. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს დასაფენ მატს სპეციალური ზედაპირი აქვს, რომელიც გაუსუფთავებს ფეხუცებს თქვენს ფუმფულა მეგობარს. ასევე არის წყალგამძლე, არ სრიალებს და ადვილად ირეცხება. 3. ძალიან მარტივი გზა, გამოიყენეთ მტვერსასრუტი. მისი დახმარებით სწრაფად შეძლებთ მოიშოროთ არასასურველი ქვიშა ოთახებში.
დაწვრილებით